LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლექსი არესტოვიჩმა დნიპროს მცხოვრებლებს მოუბოდიშა

161
ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ბოდიშს იხდის და განმარტავს, რომ დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდება სერიოზული შეცდომაა.

ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და მეგობრებს. ასევე ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, რომელსაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისათვის, 14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს: თქვენი მშიშარა დუმილი იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთანაც მოვლენ

„ნანგრევების ქვეშ ხალხია“ – რუსებმა დნიპროში 9-სართულიან კორპუსს რაკეტა ესროლეს

ვიპოვით ყველას, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს… ყველა პასუხს აგებს მაქსიმალურად: ზელენსკი დნიპროში თავდასხმაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი : შესაძლებელია რუსული ტერორის გაჩერება? – კი! რა არის ამისთვის საჭირო? – ის იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g