LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილი: „ჩვენ ნამდვილად კარგი, ლამაზი წყვილი ვართ, სიყვარულს და ურთიერთობას გაფრთხილება, პატივისცემა სჭირდება…“

472
ავთანდილი მეუღლესთან ერთად

ავთანდილი ჟურნალ „სარკესთან“ პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის და ხათუნა თოთლაძე საუკეთესო წყვილია:

„ჩვენ ვართ წყვილი. შეყვარებულები ყოველთვის არ ხდებიან წყვილები. წლები სჭირდება, რომ ჰარმონიული, შეთანხმებული, ერთმანეთის ცხოვრებით დაინტერესებული წყვილი გახდე. ჩვენ ნამდვილად კარგი, ლამაზი წყვილი ვართ, სიყვარულს და ურთიერთობას გაფრთხილება, პატივისცემა სჭირდება.

ორივე დასაქმებულები ვართ, საკმაოდ შრომატევადი და სერიოზული სამსახურები გვაქვს, მაგრამ ყოველ საღამოს ვპოულობთ დროს, განვლილ დღეზე ვისაუბროთ, დავინტერესდეთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, ვიფიქროთ შვილზე, მის აღზრდაზე, ერთად ვივახშმოთ, დავსხდეთ ერთი ბოკალი თეთრი ღვინით და უბრალოდ, მშვიდად ვუსმინოთ ერთმანეთს. წავიდეთ რომანტიკულ მოგზაურობაში, თუნდაც რამდენიმე დღე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g