ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკა სოციალურ ქსელში სამშობიარო ბლოკში გადაღებულ ემოციურ ვიდეოს ავრცელებს.
საკეისრო კვეთის დროს, პატარას მოვლენამდე, პაციენტი და ექიმები ვახტანგ კახიძის „შობის გალობას“ ასრულებენ.
როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიდეოკადრებში პაციენტთან ერთად ექიმები ფრიდონ ჭანკვეტაძე, ქრისტინა კამლაძე და ზურაბ ჭრელაშვილი არიან.