საფრანგეთის ხელისუფლება უკრაინისთვის ტანკების გადაცემას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობა უკრაინისთვის „ლეკლერკის“ ტიპის ტანკების გადაცემის საკითხზე მუშაობს.
„რაც შეეხება „ლეკლერკებს“, შეიარაღებული ძალების მინისტრს ვთხოვე, იმუშაოს ამ საკითხზე. არაფერია გამორიცხული და ეს ნამდვილად ფასდება კოლექტიურად. გადაწყვეტილება სამი კრიტერიუმის საფუძველზე მიიღება. პირველი, რომ ეს არ არის ესკალაცია, მეორე, რომ მას შეუძლია, რეალური და ეფექტური მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას და მესამე, რომ ის არ ასუსტებს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.