LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ფოტოს ისტორია: ქართული მწვადები ინგლისური შესრულებით

31

საქართველო რომ სტუმართმოყვარე ქვეყანაა და სტუმრის სათანადოდ დახვედრა ვიცით, ამას რა მტკიცება ჭირდება. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება ალბათ საუკუნოდ. სხვადასხვა დროს ვინ არ ჩამოსულა ჩვენთან და ვინ არ მოგვიხიბლავს. ალბათ აღტაცებულებმა დატოვეს საქართველოს დედაქალაქი (იმ დროს მათთვის ერთი საბჭოთა ქალაქი) ინგლისის სახელგანთქმული კლუბის ”ტოტენჰემ ჰოტსპურის” ფეხბურთელებმა, როდესაც 1973 წლის ნოემბრის ბოლოს უეფას თასის მესამე რაუნდის, ანუ მერვედფინალის სათამაშოდ მოუწიათ აქ ჩამოსვლა ჩვენ ”დინამოსთან” სათამაშოდ. ყოველ შემთხვევაში, ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ”ტოტენჰემის” ფეხბურთელებს ნამდვილად ეტყობათ ხალისობა.
ეს მატჩი ფეხბურთის გამო არ გაგვიხსენებია, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ თბილისური შეხვედრა 1:1 დასრულდა, ლონდონში კი 1:5 წავაგეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები