LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაღლითებმა დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს და გამვლელებს დაურიგეს

116
Capture

თაღლითთა ჯგუფმა, რომელმაც საკმაოდ სოლიდური თანხა მოიპარა, თანხა შემთხვევით გამვლელებს დაურიგა. ინფორმაციას ამის შესახებ Manchester Evening News ავრცელებს.

2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში კრიმინალურმა დაჯგუფებამ ავსტრალიის კრიპტო ბირჟიდან 20 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი მოიპარა. დამნაშავეებმა იმდენი ფული გაიტაცეს, რომ გადაწყვიტეს თანხის ნაწილი ქუჩაში შემხვედრი ადამიანებისთვის დაერიგებინათ. გარდა ამისა, ბარში გაცნობილ რამდენიმე ადამიანს მათ ავტომობილიც უსახსოვრეს.
ბოლოსდაბოლოს პოლიციამ დამნაშავეების დაჭერა შეძლო. სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა განაცხადა, რომ მილიონი ფუნტი შემთხვევით გაცნობილი ადამიანისთვის ვილის საყიდლად დახარჯა.

გამომძიებლის თქმით, თაღლითობის მასშტაბი ნამდვილად გასაოცარია, რამეთუ დაკავებულებმა იმაზე მეტი ფული მოიპარეს, რამდენის დახარჯვაც შეეძლოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები