LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრულო ავტომობილი შიგნით მყოფი პოლიციელით გაიტაცეს

117
image

ამერიკულ ქალაქ ლოს-ანჯელესში უცნობმა ბოროტმოქმედმა გაიტაცა საპატრულო ავტომობილი, რომელშიც პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა. ამის შესახებ NBC Los Angeles წერს.

პოლიციელი ავტომობილიდან უთვალთვალებდა შენობას, რომლის სიახლოვესაც ხშირად მოძრაობენ ვანდალები. მოულოდნელად მანქანაში ბოროტმოქმედი ჩახტა და გაიქცა. ცოტა ხანში მან სალონში მყოფი ქალი შეამჩნია და მალევე შუა გზაზე გადააგდო.

ამას მოყვა დევნა, რა დროსაც გამტაცებელმა საათში 100 კილომეტრი განავითარა, რამდენიმე მანქანას დაეჯახა და საბოლოოდ ველოსიპედების გაჩერებას შეასკდა. ავარიისთანავე მან მიმალვა სცადა, თუმცა მალევე დააკავეს.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის თანამშრომელიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები