LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტმა გატაცება გაითამაშა, რათა მშობლებისთვის ფული გამოეძალა

119
nys-jail-viz-rect_2022-03-07-213817_cbyk

ინდოეთში მცხოვრებმა 21 წლის გოგონამ თავისი გატაცების ინსცენირება დადგა, რათა მშობლებისგან გამოსასყიდი მიეღო. ინფორმაციას ამის შესახებ The Times of India ავრცელებს.

ჰანსიკა ვერმა სახლიდან 4 აგვისტოს გავიდა. შემდეგ მან მშობლებს ვიდეო ჩანაწერი გაუგზავნა, სადაც დაბმული, თავზე ტომარა ჩამოცმული, ამტკიცებდა რომ გაიტაცეს. ამის შემდეგ გოგონას თანამზრახველმა, 22 წლის რაჯმა შეწუხებულ მშობლებს დაურეკა და გამოსასყიდი – 1 მილიონი რუპია მოითხოვა.

ჰანსიკას მამამ მაშინვე პოლიციას მიმართა. სამართალდამცავებმა კი თაღლითების პოვნა მალევე შეძლეს. წყვილი რკინიგზაზე ნახეს და დააპატიმრეს.

გამოძიების შედეგად ისიც დადგინდა, რომ ჰანსიკა და რაჯი ჩუმად დაქორწინებულან. მამაკაცს წარსულში კანონთან პრობლემები არაერთხელ ჰქონია და ერთხელ ძარცვის გამოც იყო დაპატიმრებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები