LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ჩემთვის „არავინაა“ – როცა მოსკოვი მშვიდობას ითხოვს, ის ტყუის და ღამით ქვეყანას რაკეტებით თავს ესხმის

156
ზელენსკი და პურტინი

უკრაინის პრეზიდენტმა Sky News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „არ არის დაინტერესებული“ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის და ეს უკანასკნელი მოიხსენია, როგორც მისთვის „არავინ“, რომელიც ცხოვრობს „ინფორმაციულ ვაკუუმში“ და არ იცის, რა ხდება ბრძოლის ველზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, სპეკულაციას რუსეთის შეტევის შესახებ უახლოეს კვირებში და გაიხსენა შეჭრის პირველი მომენტები, რამდენად ახლოს იყვნენ  მტრის ძალები ქვეყანასთან.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას „არ ესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში“ და რომ სანამ მოსკოვი მშვიდობას ითხოვს, ის ტყუის და ღამით ქვეყანას რაკეტებით თავს ესხმის.

კიევის შემოგარენში მასობრივ სარაკეტო თავდასხმებს ელიან – ბოლო ცნობები უკრაინიდან

პრეზიდენტის აპარატის უფროსის განცხადებით, პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე უკვე ჩამოგდებულია.

ზელენსკის თქმით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე იმას აჩვენებს, რომ კრემლი ტყუის, როცა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნაზე ლაპარაკობს. როგორც მან აღნიშნა, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიას დატოვებს, ომი დასრულდება.

„მე მხოლოდ ის მსურს, რომ მათ (რუსებმა) რაც შეიძლება მალე დაასრულონ ომი და რაც შეიძლება მალე დატოვონ ჩვენი ქვეყანა.“ დასძინა ზელენსკიმ.

„ჩვენ წინ მივიწევთ! ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე“ – ზელენსკი აშშ-ს მადლობას უხდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g