LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის სიმულაციური ვაჭრობის მონაწილეებს აფრთხილებს

131
სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ბაზარზე სიმულაციური ვაჭრობისას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბაზრის მონაწილეები ინდივიდუალურად დაჯარიმდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკმა საჯარო სხდომაზე სემეკის აპარატის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორის ანგარიშების მოსმენის საფუძველზე მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, ბაზრის ოპერატორებს 14 თებერვლამდე 6-12 თებერვლის სიმულაციური ვაჭრობის მონაცემების სემეკში წარდგენა დაევალათ, გარდა ამისა, 7 თებერვლამდე განესაზღვრა ვადა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს მასთან რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებების კომისიისთვის მისაწოდებლად.

ელექტროენერგეტიკული კომპანიებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორის მიერ ორგანიზებულ სიმულაციურ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება. კერძოდ, ბაზრის მონაწილემ სავაჭრო/სატენდერო განაცხადები უნდა განათავსოს ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების რეალური გეგმების შესაბამისად, ამასთანავე დაგეგმვა უნდა განახორციელოს სიმულაციაში ნავაჭრი და დადასტურებული ნომინაციის გათვალისწინებით, კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g