“საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია”, – ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერიმ საქართველოში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კანცლერის თქმით, ინვესტიციების მოსაზიდად უამრავი შესაძლებლობა არსებობს.
“საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა მოხდეს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე ვსაუბრობთ, მათ შორის როდესაც ენერგოგენერაციის მიმართულებაზე ვლაპარაკობთ, საქართველო ავსტრიული კომპანიებისთვის მართლაც საინტერესო პარტნიორია. არსებობს თანამშრომლობა “რაუფსა” და “ჰელს ვოთერს” შორის, რომელსაც ქვეყანაში ერთგვარი ნოუჰაუ შემოაქვს და ერთობლივად ვაღწევთ შთამბეჭდავ წარმატებას”, – განაცხადა ნეჰამერმა.
"საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია" - ავსტრიის ფედერალური კანცლერი
"როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკის მიმართულებაზე, ამ მხრივ საქართველო ძალზედ საინტერესო პარტნიორია ავსტრიული კომპანიებისთვის"
კარლ ნეჰამერიმ ასევე აღნიშნა, რომ ავსტრია მზად არის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მხარში დაუდგეს.
“ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს, უნდა იყოს ერთგვარად შემოკლებული გზით ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. ბოლო პერიოდში მართლაც არსებობდა ამ თემაზე აქტიური დისკუსია ევროკავშირის ფარგლებში, თუ რა წარმატებები იყო ამ სამი ქვეყნის შემთხვევაში. ჩვენ, ავსტრია კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ მხარში ამოგიდგეთ. ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში, როცა ევროკავშირის წევრობის სტატუსი გვქონდა და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი“, – აღნიშნა კანცლერმა.