LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონურმა გამოცემამ ვოლოდიმირ ზელენსკის “წლის ადამიანის” წოდება მიანიჭა

140
ვოლოდიმირ ზელენსკი

პოლონურმა გამოცემამ  Wprost-მა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, “წლის ადამიანის” საპატიო წოდება მიანიჭა.

როგორც გამოცემა იუწყება, ზელენსკის ეს ჯილდო სიმამაცისთვის და გამძლეობისთვის გადაეცა.

ზელენსკის სახელით ჯილდო პოლონეთში უკრაინის საელჩოს მრჩეველმა-ელჩმა ოლეგ კუტსმაც მიიღო.

“ცივილიზებული სამყაროს სახელით ბრძოლისთვის. დიდი რწმენისთვის, როცა სხვებს ის არ ჰქონდათ. სიმტკიცისთვის, როცა დამარცხება იყო ნაწინასწარმეტყველები. იმედისთვის როცა ყველას ეჭვი ეპარებოდა. და უპირველეს ყოვლისა – უკრაინის გამარჯვებისთვის, რომელიც უბრალოდ უნდა მოვიდეს”, – აღნიშნა გამოცემის წარმომადგენელმა დაჯილდოებამდე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g