LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

183100 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება – “საზოგადოება და ბანკები” 

126
paydayloans-cover-16x9

“2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 183100 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 10.547 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 29 მარტს ჩატარდება.

1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 600-ით შემცირდა, თუმცა, მთლიანი პორტფელი – 10.054 მილიონიდან 10.547 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

183100 ხელშეკრულებიდან 80100 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1647 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრის  მდგომარეობით 19.57% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 73900 სესხია მიბმული, საშუალოდ 13.44%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3390  მილიონი ლარია.

28100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 დეკემბერთან შედარებით 300-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 5469 მილიონი ლარია, საშუალოდ 14.70%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 23.7 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.51%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 17.3 მილიონი ლარია.

"ხელფასების ზრდა უფრო მაღალია ვიდრე პროდუქტიულობა" - კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძის თქმით, სწორედ ესაა ინფლაციის არშემცირების ერთ-ერთი ფაქტორი.

1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 19.57%-ია, რომელსაც მოჰყვება ავტო სესხი – 18.51%-იანი განაკვეთით.

1 იანვრის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია. 1 დეკემბრის მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არც ერთი მიზნობრიობით გაცემულ სესხებში არ შეიმჩნევა.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ინფლაციის გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტების ფონზე, სიფრთხილითაა გამოწვეული. საერთაშორისო ბაზარზე სურსათზე ფასების კლების, ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებისა და ლარის მეტ-ნაკლებად გამყარების მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 11%-იან ნიშნულზე დარჩა, რაც სამიზნე ინფლაციიდან საკმაოდ ხანგრძლივი გადახრის შენარჩუნებითა და გეოპოლიტიკური მდგომარეობით გამოწვეული გაურკვევლობით აიხსნება. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ინფლაციური წნეხი გაზრდილია, რასაც შესაბამისი გამკაცრებული პოლიტიკით პასუხობენ ცენტრალური ბანკები. ეს კი, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მნიშვნელოვნად აუარესებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იკლებს, დეკემბერში მან 9.8%  შეადგინა, იგი საკმაოდ დიდხანს დარჩა სამიზნე მაჩვენებლიდან გადახრილი, რაც უარყოფითად მოქმედებს ინფლაციურ მოლოდინებზე და ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ქმნის ზეწოლას. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება, მანამდე კი შენარჩუნდება მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებიც თან ახლავს.

გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედებამ საკრედიტო აქტივობა შეანელა. ასევე, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საქართველოში ევროსა და დოლარის სესხებზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვება გააგრძელოს და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რაც სამომავლოდ ფასების სტაბილურობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის წონასწორობას უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” მიმოხილვაში.

magti 5g