LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელფასების ზრდა უფრო მაღალია ვიდრე პროდუქტიულობა” – კობა გვენეტაძე

143
კობა გვენეტაძე

“ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელფასები ბოლო პერიოდში პროდუქტიულობაზე მეტად იზრდება” – ამის შესახებ ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, სწორედ ესაა ინფლაციის არშემცირების ერთ-ერთი ფაქტორი.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 29 მარტს ჩატარდება.

„როდესაც ვაანალიზებთ ფაქტორებს, რომლებიც მონაწილეობენ და ანგარიშგასაწევია გადაწყვეტილების მიღებაში, ერთ-ერთი ფაქტორი, რა თმა უნდა არის ხელფასები. ახლა შედარებით რთული პერიოდია, მოგეხსენებათ პანდემიის შემდეგ, ომთან დაკავშირებით ინფლაცია გლობალურად არის გაზრდილი, მაგრამ ეს ინდიკატორი ჩვენთვის ყოველთვის დაკვირვების ქვეშ იყო. დღესდღეობით რასაც ვამჩნევთ, არის იმის ნიშნები, რომ ნომინალური ხელფასების ზრდა უფრო მაღალია ვიდრე პროდუქტიულობა, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს ე.წ. ხელფასების სპირალში, როდესაც ხდება უფრო მაღალი ხელფასის მოთხოვნა, შემდეგ დაკმაყოფილება ამ მოთხოვნის. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ვთვლით, რომ უფრო აღმავალი რისკებია ინფლაციის არ შემცირების ან კიდევ უფრო ნაკლები ტემპით შემცირების, ესეცაა. უნდა გაგრძელდეს ამ ინდიკატორზე დაკვირვება“, – განაცხადა გვენეტაძემ.