LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა

118
12

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივი წარმომადგენელი გახდა.

აღნიშნული სიახლის შესახებ კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს:

„უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ“.

შეგახსენებთ,  რომ ეროვნულ ბანკში კობა გვენეტაძის შვიდწლიანი პრეზიდენტობის ვადა მიმდინარე წლის 2 მარტს ამოიწურა. თავდაპირველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა, 22 ივნისს კი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე პირველ ვიცე-პრეზიდენტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა აირჩიეს.

პოპულალურები