საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ საკითხებზე და დაკავშირებადობაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ასევე ინვესტიციების მიმართულებით სხვადასხვა საკითხები.