“ხელფასების ზრდა უფრო მაღალია ვიდრე პროდუქტიულობა” – კობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძის თქმით, სწორედ ესაა ინფლაციის არშემცირების ერთ-ერთი ფაქტორი.
კობა გვენეტაძის თქმით, სწორედ ესაა ინფლაციის არშემცირების ერთ-ერთი ფაქტორი.
"საქართველოში საგარეო მოთხოვნა ტურიზმისა და მიგრანტების ხარჯების ფონზე ძლიერია, რაც მთლიანობაში მაღალ ეკონომიკურ აქტივობას უწყობს ხელს".
კობა გვენეტაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარდგენისას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, მთავარი რისკები, ინფლაციას უკავშირდება, რადგანაც პანდემიისა და ომის გამო ინფლაცია გლობალურად, რეგიონში და საქართველოში უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა".
გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირებაზე ასევე დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებამაც, რაც ფისკალურ კონსოლიდაციაში აისახება.