LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება BMW-ს პირველი სერიის სედანი? (ფოტო)

21

როგორც ჩანს გერმანელები ახალ სედანს პირველი სერიის ბაზაზე ააწყობენ. ახალი ავტომობილის პრეზენტაციას კომპანია გუანჯოს ავტოშოუზე 2016 წლის მარტში გეგმავს.

პირველი სერიის ახალი სედანი ბრინჯაოსფერი იქნება, რომელიც გაწყობილი იქნება უახლესი Led ტიპის მაშუქებით. ვიზუალურად ახალი მოდელი მის წინამორბედს –მესამე სერიის BMW-ს მოგვაგონებს, ხოლო სალონი გერმანელების ჩვეულ სტილშია გაწყობილი.

ჯერჯერობით ტექნიკურ დეტალებზე ინფორმაცია არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ავტომობილი UKL პლატროფმაზე აიწყობა და 4 ცილინდრიან ძრავზე იმუშავებს. ახალი სედანი ძირითადად წინაწამყვანთვლიანი იქნება, თუმცა სხვადასხვა კომპლექტაციის მიხედვით მას სრულწამყვანთვლიანადაც ვიხილავთ.

როგორც კომპანია აცხადებს, უახლოეს მომავალში კიდევ ერთ პირველი სერიის GT ვერსიასაც ვიხილავთ, რომელიც კონკურენციას გაუწევს Mercedes-Benz CLA-ს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები