LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla გაყიდულ ყველა Model S-ს იბრუნებს

52

ელექტროავტომობილების მწარმოებელი ყველაზე პოპულარული კომპანია Tesla ყველა გაყიდულ Model S-ს უკან იბრუნებს. ამის მიზეზი კი ერთ-ერთი მომხმარებლისგან მიღებული წერილი აღმოჩნდა სადაც ის წერდა, რომ უსაფრთხოების ღვედი არ იცავდა მძღოლს მაშინაც კი, როდესაც ის უკან მჯდომი მგზავრისკენ ტრიალდებოდა.

პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპანია უკან იბრუნებს 90 000 ავტომობილს, რომლებსაც ჩაუტარდებათ შესაბამისი სამუშაოები თუმცა, ამ წერილის გასაჯაროების შემდეგ კომპანიის აქციები 5%-ით შემცირდა.

 

5652b7f588dc0

 

როგორც Tesla-ს წარმომადგენლები აცხადებენ მიუხედავად აქციების ვარდნისა, მათთვის მთავარი მომხმარებლების უსაფრთხოებაა. გარდა ამისა ცნობილი ხდება, რომ კომპანიის ისტორიაში ეს შემთხვევა ყველაზე მასშტაბური იქნება.

შეგახსენებთ, რომ Tesla Model S გაყიდვაში 2012 წელს ჩაეშვა და უკანასკნელი მონაცემებით გაყიდული ავტომობილების რიცხვი 90 000 შეადგენს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები