ტატო გრიგალაშვილმა 81 კგ წონით კატეგორიაში პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა.
ასევე, დღეს პარიზის გრან სლემზე 90 კგ. წონაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ მესამე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მან ჩეხი მოწინააღმდეგე დავიდ კლამერტი დამატებით დროში იპონით დაამარცხა.
ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრან სლემზე ჩემპიონი გახდა