LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა“ – ლუკა მაისურაძე

297
2026-04-19_02-00-17_320531

არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა, – განაცხადა ქართველმა ძიუდოისტმა, ლუკა მაისურაძემ მას შემდეგ, რაც თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა.

„უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ. მეორედ გავხდი ევროპის ჩემპიონი, მაგრამ პირველ გამარჯვებას ამხელა ემოცია, რა თქმა უნდა, არ ჰქონია – აქ გამარჯვება და აქ მოპოვებული ჩემპიონობა იყო დაუვიწყარი და ეს წუთები არასდროს დამავიწყდება.

არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა, მაგრამ ღმერთის წყალობით, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა და ჩვენი ჰიმნით დავხურეთ ეს დღე“, – განაცხადა ლუკა მაისურაძემ.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ლუკა მაისურაძემ (90კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონმა სერბეთის ნაკრების წევრი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.

ლუკა მაისურაძემ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე რიმ ფრიდმან ზილბერშტეინს, ისლამ სოგენოვს, ივაილო ივანოვსა და ალექს კრეტს სძლია.

აღნიშნული მედალი ევროპის ჩემპიონატებზე ლუკა მაისურაძისთვის მეოთხეა. პირველად ჩემპიონი ის 2022 წელს გახდა, ხოლო 2019 და 2020 წლებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g