LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქურდებს მედლებისთვის ხელი არ უხლიათ“ – მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე

304
Untitled design

21 მაისს, ხაშურში ძიუდოში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს.

ხაშურში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის ბინა გაქურდეს 

შემთხვევამდე, ცოტა ხნით ადრე ლუკა მაისურაძემ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური დაამარცხა.

როგორც ლუკა მაისურაძე Ambebi.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, შემთხვევის დროს მისი მედლები არ წაუღიათ:

„ქურდებმა იმით ისარგებლეს, რომ შინ არავინ იყო. სახლში შევიდნენ, ცოტა ფული და ოქრო წაიღეს, მედლებისთვის ხელი არ უხლიათ, ეტყობა, ვერ გაბედეს“, – ამბობს ლუკა მაისურაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 მაისს, ღამით იმ დროს მოხდა, როდესაც ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მის მსოფლიოს ჩემპიონობას აღნიშნავდა.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ცნობისათვის, ლუკა მაისურაძე 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები