ეკა ხერხეულიძე “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ტოვებს, – აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც ხერხეულიძე წერს, “არ იქნება იქ, სადაც ბრძოლაში დაღლილი მისი მეგობრებისთვის ადგილი არ დატოვეს”.
„მოკლედ, “ცვლილებებით” შეპყრობილებმა მოითხოვეს არჩევნები. არჩეულმა თავმჯდომარემ, რომელსაც 2 წელი კიდევ ჰქონდა ლეგიტიმაცია, პირველივე გამოწვევაზე თქვა – “მოდით, სადაც გინდათ, როგორც გინდათ”.. რომ არ დარჩენილიყო კითხვა, მთელ ამ გამოგონილ აღტყინებას, მზაობით შეხვდა. თუ სხვები, ანუ, “ცვლილებებით ანთებულები“,პოლიტსაბჭოს ფორმატით აპირებდნენ თავმჯდომარის ვადამდელ არჩევას, ნიკა მელიამ უარით უპასუხა, არეალი გაზარდა და მეტი ჩართულობისთვის ბლოკჩეინის სისტემით შესთავაზა ენმ ს ამომრჩევლებს მონაწილეობის მიღება,სადაც შედეგები ასე გადანაწილდაა
– 52% ხაბეიშვილი,
40% – მელია და შედეგების გამოცხადებისთანავე მიულოცა გამარჯვებულს.
მოგეხსენებათ, მარტში უფლებამოსილება ეწურებოდა პოლიტსაბჭოს. მიგვაჩნდა და მიმაჩნია, რომ წევრების არჩევა ელექტრონული მეთოდით უნდა მომხდარიყო. პატივს ვცემდით ჩვენივე პარტიის ისტორიას, როგორც ხელისუფლების გადაცემის პრეცენდენტულობის წესად დანერგვას, თუმცა, ვნახეთ, რომ პირიქით მოხდა. ასი ნაბიჯით უკან დავიხიეთ.
დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არამცთუ ელექტრონული მეთოდით არჩევა შესთავაზეს ხალხს, არამედ,მთლად ისეთი წესი მიიღეს, რომელიც მთლიანად უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე.
მეგონა, ბევრ შეცდომას იმიტომ უშვებენ, რომ ჩვენგან განსხვავებული ფარული უნარების მქონეებს, მიხეილ სააკაშვილზე დარდით გათანგულებს, იმდენად დიდი წყურვილი აქვთ უმოკლეს დღეებში დაიხსნან ტყვე, რომ მიზეზიც ეს არის შეცდომების თქო და, ეს რა ვნახეთ – მარტის ნაცვლად პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები.
თავიანთივე მოგონილი არჩევნების შედეგით მიღებული 40% -ის მქონე კანდიდატი, ნიკა მელია, საერთოდ ამოუღიათ სიიდან. ის ერთადერთი პლუსი, რაც ამ არჩევნებს ჰქონდა, თავზე გადაახიეს მონაწილე 40% -ს.
სამაგიეროდ, ასეთი კვოტა მოუგონიათ “დამსახურების მიხედვით” და ამ კვოტით უსარგებლიათ 2012 წელს, დამარცხების შემდეგ, პუდელით გაქცეული ხალხის და მისთანების დაკომპლექტებით.
სად იბრძოლეს,
ვინ არიან,
ერთად რომ მოზილო ყველა, ოდესმე რა გარჯა გაუწევიათ, საკუთარი ჩრდილით შეშინებულები, სად იყვნენ,საერთოდ? ამავე გაგების დამსახურებით პოლიტსაბჭოს სიიდან ამოუღიათ ის ხალხი, ვინც მსგავსი შტურმის პირობებში, საკუთარი მხრებით შეინარჩუნეს პარტია. სულ რამდენიმე ვიყავით მაშინ, მიშას საკუთარი პარტიიდან რომ აგდებდნენ და ეგ “დამსახურებული” ხალხი, მათ შორის
ხოდა, იმ რამდენიმეს უმრავლესობა გაუშვიათ პოლიტსაბჭოდან – ზურა მელიქიშვილი(ენმს დამფუძნებელია,სხვათაშორის), ნუგზარ წიკლაური, ხათუნა ოჩიარი, გიორგი პატარაია..
ცხადია, მე ამ სტატუსს არ დავწერდი, ჩემივე პარტიის არ დაზიანების გამო, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჯაროობა პირდაპირ ვალდებულებაა და სიჩუმე საძაგლობა.
როგორც მოგახსენეთ, მოუგონიათ “ახსნადი” კვოტები. ანუ,აქამდე ენმ-სთვის უცნობი გვარ-სახელებით პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებას გამართლება რომ ჰქონოდა, მაგ, არსად არასდროს რომ არ გვინახავს, ისეთი დეპუტატების ტალღას შეჰყოლია ჩემი გვარიც. მხოლოდ ამ მიზეზით მომიწია საჯარო პოზიციონირება. ცხადია, იქ არ ვიქნები, სადაც ბრძოლაში დაღლილი ჩემი მეგობრებისთვის ადგილი არ დაგიტოვებიათ და დროზე ამომშალეთ მათ, ვისაც იმასაც კი არ გკითხავთ – არ გრცხვენიათ?!
წესით,ხვალ,მიშას სასამართლოს მერე დავწერდი ამას, არასანდო” მეგობრების რომ არ მრცხვენოდეს.
“ამ პროცესიდან პარტია გამარჯვებული გამოვა” იმათ ტვინში ჩამახედა ვინც ეს დაიჯერა, თუმცა, მოგვიანებით, როცა ვნებები დაცხრება, მატარებელი კარგა ხნის ჩავლილი იქნება.
მოგეხსენებათ, ჩვენი ისტორიის კარგი და ცუდი ფურცლების შემგროვებელი ადამიანი ვარ და ერთ-ერთი ასეთის აქტუალურობა დღეს გამიცოცხლა მეხსიერებამ. გაზეთი კომუნისტი -1937წ“, – წერს ეკა ხერხეულიძე.
ცნობისთვის, 5 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ასევე პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს.
„ენმ“-ს ახალი ოფისი ექნება – 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ მუხლჩაუხრელ მუშაობას: ლევან ხაბეიშვილი