LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექსპრომტად დაიწერა ეს ნამუშევარი… შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ამ პროექტის ავტორი მე გახლავართ, ჩემს ბიჭებთან ერთად“ – კახა გრიგალაშვილი

1115
330170517_1314622065747427_1511604801375071178_n

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ „ქართული ხმების“ წევრი კახა გრიგალაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის ყოველდღიურობაზე, შემოქმედებაზე და სიმღერაზე „მოდი გამაოცე“ ისაუბრა.

 კახა, როგორ იწყება შენი დილა?

აბსოლუტურად სხვადასხვანაირად. სიმართლე რომ გითხრათ, რეჟიმის კაცი არ ვარ, მაგრამ დილით ადრე ვიღვიძებ და რა ვიცი, ცხოვრებისეულად, ხან რას ვაკეთებ და ხან რას, შეიძლება ვივარჯიშო, შეიძლება ბავშვი წავიყვანო სადმე ან თუ რამე საქმე მაქვს, იმ საქმეს მივხედო და ა.შ.

აუცილებლად უნდა გკითხო, სოციალურ ქსელში „გუდიანი კაცი“ რატომ დაირქვი?

იუმორით და თან ბავშვობიდან მომწონდა ეს პერსონაჟი, ვიცოდი, რომ არ არსებობდა და ტყუილად მაშინებდნენ და თან სიმართლე რომ გითხრათ, არც მეშინოდა. ნაქეიფარი ვიყავი, გამახსენდა ეს, სენტიმენტები მომაწვა, ბავშვობა მომენატრა და დავირქვი „გუდიანი კაცი“ და შემრჩა და შემრჩა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მოდი გამაოცე“, როგორ შეიქმნა აღნიშნული პროექტი?

შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ამ პროექტის ავტორი მე გახლავართ, რა თქმა უნდა, ჩემს ბიჭებთან ერთად. ეს იყო ანსამბლის 15 წლისთავთან მიძღვნილი პროექტი, რომელიც „ბრავოში“ ჩავწერეთ. გამოვუშვით ორ ალბომიანი კომპაქტ დისკი. ერთ ალბომში გვაქვს თანამედროვე სახით წარმოდგენილი ჩვენი ხალხური სიმღერები, რომელთა შექმნაშიც ბევრმა ნიჭიერმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ალბომში ჩვენი თანამედროვე კომპოზიტორების სიმღერებია. ისე მოხდა, რომ რაღაც ახლის ძიებაში ვიყავით და ჯუმბერ ამანათაშვილს დავუკავშირდით, რადგან ერთ-ერთი კომპოზიტორი იყო, რომელსაც შეეძლო ჩვენი ტიპის ანსამბლისთვის რაღაც სიმღერა მოეძებნა, დაეწერა და თვითონ შემომთავაზა ეს ნამუშევარი. მითხრა, სოლო იქნება, ანსამბლი მინიმალურად იქნება დატვირთული და თუ მოახერხებ ამ სიმღერის მღერასო. სიმართლე რომ გითხრათ, მანამდე მის შემოქმედებას არასდროს შევხებივარ, არასდროს მიმღერია მისი სიმღერები და ესე ექსპრომტად დაიწერა ეს ნამუშევარი. ეს სიმღერა რომ ჩავწერე, თვითონაც ძალიან მოეწონა. ეს ნამუშევარი მე და ალეკო ბერძენიშვილმა ჩავწერეთ ერთად.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები