გრანდიოზული ქორწილიდან ორ კვირაში მარკ ენტონიმ და მისმა მეოთხე ცოლმა, ნადია ფერეირამ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელეს. 54 წლის მარკი და 23 წლის ნადია შვილს ელოდებიან. ნადიამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა სადაც წამოზრდილი მუცელი უჩანს.
„საუკეთესო საჩუქარი ვალენტინობის დღეს, ღმერთო დიდი მადლობა ასეთი ბედნიერებისთვის“, – წერს ნადია.
ცნობისთვის, ყოფილი „მის პარაგვაი“ მარკი ენტონის რიგით მეოთხე ცოლია, მას წინა ქორწინებებიდან 6 შვილი ჰყავს.
ფოტო/ვიდეო: მეოთხე და ბოლო? – უახლესი კადრები მარკ ენტონისა და ნადია ფერეირას ზღაპრული ქორწილიდან