LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობის მუნიციპალიტეტში ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ზანდა უბილავას პატიმრობა შეეფარდა

150
სასამართლო

ხობის მუნიციპალიტეტში ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ზანდა უბილავას, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ხობში ქალის ცხედარი იპოვეს – შსს-მ დამნაშავე დააკავა

„ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა“: ხობში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა, დაცვის მხარე კი ზანდა უბილავასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.

ზანდა უბილავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

mazda magti 5g