LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა“: ხობში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

139
ქალი დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ზ.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ხობში ქალის ცხედარი იპოვეს – შსს-მ დამნაშვე დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ნაცნობს – 1974 წელს დაბადებულ ხ.ლ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.უ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“,  – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g