LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლამდე ბიჭი დაშავდა

160
შსს

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლამდე ბიჭი დაშავდა.

მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ბავშვი კონტაქტური იყო.

მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი დედასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, გორგასალის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები