მსახიობი ნათია კვაშალი „სერიალში „სიყვარულს მიღმა“ თამაშობს ეკას როლს, რომელიც არატრადიციული ორიენტაციისაა.
გაუჭირდა თუ არა როლში შესვლა, ამას ჟურნალ „გზას“ უყვება:
„მოულოდნელი არაფერი ყოფილა. თავიდანვე შეთანხმებული ვიყავით, რომ საბოლოო ჯამში, ეს გმირი განსხვავებული ორიენტაციის იქნებოდა, მაგრამ სათამაშოდ საკმაოდ რთული გახლდათ: ვგულისხმობ ძიების პროცესს, რომ ეკრანზე ჩემი გმირი ძალიან დამაჯერებელი, ბუნებრივი ყოფილიყო. იმის თამაში, რომ ქალი გიზიდავს, როცა შენივე სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას მიჩვეული არ ხარ, იოლი არ იყო. იმედი მაქვს, ამოცანას თავი გავართვი… ამ როლთან დაკავშირებით უფრო მეტი ვიფიქრე, რომ ჩემთვის უცხო არ ყოფილიყო, კარგად შემესისხლხორცებინა…“