“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძე რომან გოცირიძის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
“რომან გოცირიძისგან ვისწავლე ძალიან ბევრი პარლამენტში.
არ ეზარებოდა ნებისმიერ დროს 24/7 ჩემთვის აეხსნა, ესწავლებინა, გულუხვად გაეცა და გაეზიარებინა თავისი გამოცდილება.
ფასდაუდებელი გზამკვლევია ბატონი რომანი პარლამენტში.
ყველაზე რთულ დროს მახსოვს ჩემს გვერდით.
არ ვეთანხმები გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ გადასარჩენია და როდესაც რუსული ოცნება ამ ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და ვაფასებ მის წვლილს.
ცხადია ნებისმიერი წასული დანაკლისია მაგრამ პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა”, – წერს ანა წითლიძე.