LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Laureus-ის პრეტენდენტები ცნობილია: ვინ არიან წლის ხალხი

179
Capture

დასახელდა პრემია Laureus-ის პრეტენდენტები სხვადასხვა კატეგორიებში.

Laureus World Sports Awards ყოველწლიურად გადაეცემა წლის განმავლობაში მიღწევებისთვის. პრემია 1999 წელს დაარსდა.

წლის სპორტსმენი: ლიონელ მესი (არგენტინა, პსჟ, ფეხბურთი),კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ, ფეხბურთი), მაკს ვერსტაპენი (ნიდერლანდები, ფორმულა 1), არმან დიუპლანტისი (შვედეთი, ჭოკით ხტომა), რაფაელ ნადალი (ესპანეთი, ჩოგბურთი), სტეფ კარი (აშშ, „გოლდენ სტეიტი“, კალათბურთი).

წლის სპორტსმენი ქალი: ალექსია პუტელიასი (ესპანეთი, „ბარსელონა“, ფეხბურთი), იგა შვენტეკი (პოლონეთი, ჩოგბურთი), კეტლინ ლედეკი (აშშ, ცურვა), მიკაელა შიფრინი (აშშ, სამთხო-სათხილამურო სრიალი), შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა, მძლეოსნობა), სინდი მაკლაფლინი (აშშ, მძლეოსნობა).

წლის გუნდი:არგენტინის ნაკრები (ფეხბურთი), ინგლისის ქალთა ნაკრები(ფეხბურთი), საფრანგეთის ნაკრები (რაგბი), „გოლდენ სტეიტი“ (NBA, კალათბურთი), „რედ ბული“ (ფორმულა 1), „რეალი“ (ფეხბურთი).

წლის გარღვევა: ელენა რიბაკინა (ყაზახეთი, ჩოგბურთი), კარლოს ალკარასი (ესპანეთი, ჩოგბურთი), მაროკოს ნაკრები (ფეხბურთი), ნაეთან ჩენი (აშშ, ფიგურული სრიალი), სკოტი შეფლერი (აშშ, გოლფი), ტობი ამუსანი (ნიგერია, მძლეოსნობა).

წლის დაბრუნება: კრისტიან ერიქსენი (დანია, „მანჩესტერი“, ფეხბურთი), ტაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი), კლეი ტომპსონი (აშშ, „გოლდენ სტეიტი“, კალათბურთი), ფრანჩესკო ბანია (იტალია, მოტორბოლა), იაკობ ინგებრიგტსენი (ნორვეგია, მძლეოსნობა), ანემიკ ვან ვლეტენი (ნიდერლანდები, ველოსპორტი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები