ილონ მასკმა სამსახურიდან Twitter-ის კიდევ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის ქალი, რომელიც თავს იწონებდა იმით, რომ იძინებდა ოფისში და ამით მილიარდერის სამუშაო კულტურას ემორჩილებოდა.
მასკის ერთგული თანამშრომელი ესტერ კროუფორდი ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კომპანიაში ახალი პროგრამა დაიწყო.
პროდუქტის დირექტორის ფოტო 2022 წლის ნოემბერში ფართოდ გავრცელდა, რომელზეც ასახული იყო, თუ როგორ ეძინა კროუფორდს ოფისის იატაკზე საძილე ტომარაში, საძილე ნიღბით.
ილონ მასკი Twitter-დან თანამშრომლების გათავისუფლებას იწყებს
შემცირებების შესახებ მასკის მიერ კვირას დაწერილი ტვიტით ცნობილი გახდა.
“იმედია, კარგი კვირა დღე გაქვთ. პირველი დასვენების დღე თქვენს ცხოვრებაში”, – დაწერა მან.
ილონ მასკმა გათავისუფლებულ თანამშრომლებს პლატფორმა slack-ზე წვდომა შაბათ-კვირას შეუზღუდა, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ ბიზნესმენი გათავისუფლებების მორიგ სერიას იწყებდა.