თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მიწისქვეშა ბიძგები აღმოსავლეთ ანატოლიის ქალაქ მალათიაში, ადგილობრივი დროით 12:04 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა.
თურქული გამოცემების ინფორმაციით, არიან დაშავებულები და სულ მცირე 1 დაღუპული, დაინგრა წინა მიწისძვრების დროს დაზიანებული შენობები. დაშავდა 69 ადამიანი.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.