რამდენიმე საათის წინ, „კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების“ (SAG Awards) 29-ე ცერემონია გაიმართა. წელს პრემიის მთავარი ჯილდო დენ კვანისა და დენიელ შაინერტის ფილმმა „ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად“ მსახიობებმა მიიღეს, კატეგორიაში „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი“.
საუკეთესო ქალ მსახიობად მიშელ იეო დასახელდა, მამაკაც მსახიობად კი ბრენდან ფრეიზერი ფილმისთვის „ვეშაპი“. საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლებისთვის კე ჰუ ქუანი და ჯეიმი ლი კერტისი დაჯილდოვდნენ. ნომინაციებში „საუკეთესო დრამატული სერიალი“ და „საუკეთესო კომედიური სერიალი“ „თეთრმა ლოტოსმა“ გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ფილმის „ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად“ ოთხ კატეგორიაში გამარჯვება, რეკორდული მაჩვენებელია.
SAG Awards-ის გამარჯვებულების ემოციები ანუ „ოსკარების“ გენერალური რეპეტიცია