SAG Awards-ის  2020 წლის დაჯიდლოვებამ ფაქტობრივად გაიმეორა „ოქროს გლობუსის“ შედეგები. განსაკუთრებით კი წლის მსახიობების კატეგორიაში, სადაც ისევ ლორა დერნი, ხოაკინ ფენიქსი, რენე ზელვეგერი და ბრედ პიტი გახდნენ გამარჯვებულები. საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვის პრიზი პონ კუნ-ხოს ფილმს „პარაზიტი“ გადაეცა. ანსამბლმა დაჯილდოვებაზე მაყურებელთ აპლოდისმენტები დაიმსახურა.

„ოსკარის“ გენერალური რეპეტიცია კი ასე გამოიყურებოდა:

წლის სამსახიობო ანსმბლი – „პარაზიტი“

წლის მსახიობი მამაკაცი – ხოაკინ ფენიქსი (ჯოკერი)

წლის მსახიობი ქალი – რენე ზელვეგერი (ჯუდი)

წლის მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლი – ბრედ პიტი (ერთხელ ჰოლივუდში)

წლის მეორეხარისხოვანი ქალის როლი – ლორა დერნი (ქორწინების ისტორია)

მაკაკაცის საუკეთესო როლი მინი სერიალში – სემ როკველი (ფოსი/ვერდონი)

ქალის საუკეთესო როლი მინი სერიალში – მიშელ უილიამსი (ფოსი/ვერდონი)

მამაკაცის საუკეთესო როლი დრამატულ სერიალში – პიტერ დინკლეიჯი (სამეფო კარის თამაშები)

ქალის საუკეთესო როლი დრამატულ სერიალში – ჯენიფერ ენისტონი (დილის შოუ)

წლის სამსახიობი ანსამბლი დრამატულ სერიალში – „გვირგვინი“

 

 

 

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05