LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი პრინცესა ელზას იმიჯით – 53 წლის მსახიობი „არმანის“ ულამაზეს კაბაში

313
nikolkidman45

ონლაინფორმატის მიუხედავად, წლევანდელი Screen Actors Guild-ის დაჯილდოების ცერემონია მოდის დღესასწაულად იქცა. მსოფლიო ვარსკვლავებმა წელს თავი არ დაზოგეს და წამყვანი მოდის სახლების საუკეთესო კაბებზე შეაჩერეს არჩევანი. მათ შორის იყო რამდენიმე გამორჩეული კაბა, რომელზეც მედია წერს. მაგალითად ჯერ კიდევ ღონისძიების დაწყებამდე ნიკოლ კიდმანმა „ინსტაგრამზე“ განათავსა ფოტო, როგორ გამოიყურებოდა ის ცერემონიისთვის. 53 წლის ვარსკვლავი, რომელიც წელსაც ნომინირებული იყო სერიალიდან ,,განადგურება” The Undoing, ბრწყინავდა ჰაეროვან ყვავილებიან კაბაში.

ეს სადა, მაგრამ ძალიან ელეგანტური კაბა კიდმანმა „არმანის“ კოლექციიდან შეარჩია. თეთრი, ცისფერი ორნამენტებით გაფორმებული კაბა ძალიან უხდებოდა მსახიობის გრძელ ქერა თმას, თითქოს ის სპეციალურად მისთვის იყო შეკერილი. პირველი ასოციაცია, რაც ამ ,,ლუქმა” გამოიწვია, გახლდათ ცნობილი ანიმაციური ფილმის ,,გაყინულის” Frozen პერსონაჟი, პრინცესა ელზა. ამ კაბაში ნიკოლ კიდმანი ნამდვილ პრინცესას ჰგავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები