”ვიცე მის რუსეთი 2014” ანასტასია რეშეტოვა ცნობილ რეპ-შემსრულებელ ტიმატისთან რომანზე ალაპარაკდა. თუმცა, ოფიციალურად რომანის შესახებ წყვილმა გასულ წელს, ქეთა თოფურიას ჩვენებაზე განაცხადა.
ამჯერად მოდელმა ტიმატის გაცნობის დეტალებზე უამბო ჟურნალისტებს. როგორც ირკვევა, წყვილმა ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნო, სადაც ანასტასია მეგობარმა წაიყვანა.
”მამაკაცებში ყოველთვის მიზიდავდა ინტელექტი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემს გვერდით მყოფ მამაკაცთან ნებისმიერ თემაზე საათობით შემეძლოს საუბარი” – აცხადებს მოდელი და როგორც ჩანს, ტიმატი მისთვის სწორედ ასეთი ადამიანი აღმოჩნდა.
გარდა ამისა, ანასტასია გამოტყდა, რომ მორალურად მზადაა დედა გახდეს – ”დედა 16 წლის იყო როდესაც მე დავიბადე და მეც მსურს ახალგაზრდა დედა გავხდე, 2 წლის შემდეგ, იდეალური დრო იქნება” – ამბობს მოდელი.