Monkey Business სიმღერაზე, Monkeys In The Car ახალ ვიდეორგოლს იღებს. სიმღერა და არანჟირება, გიორგი დათიაშვილს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი, „ავტორადიოს“ მუსიკალური წამყვანი, თემო ლობჟანიძეა. რაც შეეხება ინსტრუმენტალს: დრამი-დათა მუნჯიშვილი, კლავიში-ჯიმი ირემაძე, ბასი-გიორგი ჭეხანი, გიტარა-აჩი შრედერი.
ჯგუფი Monkey Business გადასაღები მოედნიდან ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებს. კლიპი საავტომობილო თემატიკის იქნება. აღსანიშნავია, რომ გადაღებებში მონაწილეობს „დრიფტში“ საქართველოს ჩემპიონი, „პრო-კლასის დრიფტერი“, ალექსანდრე ხეროდინაშვილი.
კლიპზე VladMary Film-ი მუშაობს, სიმღერა კი GD Production-სა და Fortuna Records-ში ჩაიწერა.