LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც არ უნდა მითხრა“ – Monkey Business-ის და Harry Rules-ის ერთობლივი ნამუშევარი „დიდ რელიზში“

264
გიორგი-დათიაშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „დიდი რელიზის“ სტუმარია ჯგუფი Monkey Business და Harry Rules, რომლებმაც ერთობლივი სიმღერა, „რაც არ უნდა მითხრა“ დააპრემიერეს.

ჰარი, გვიამბე შენს შესახებ…

დაახლოებით 10 წელია, მუსიკალურ საქმიანობას ვეწევი. ეს ჩემი დებიუტია ამ ჟანრში, მანამდე დიჯეინგით ვიყავი დაკავებული, ბოლოსკენ კი ჰიპ-ჰოპში დავიწყე მოღვაწეობა.

გიორგი, მოგვიყევი ახალი სიმღერის შექმნის ამბავი. 

საინტერესო ამბავია, ამ სიმღერის შავი ვერისა, ალტერნატიულ სტილში მქონდა გაკეთებული. შემდეგ ჩვენს საერთო მეგობარს, გიორგი არჩვაძეს ვთხოვე, მისებური ლამაზი ტექსტი დაეწერა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა. ეს არ არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა. მან მითხრა, რომ ამ სიმღერას ტექნო ჟანრში  ხედავდა და ეს ძალიან სწორი შეხედულება და მიგნება იყო. ამიტომ მე მას ელექტრონული, ტექნო ჰაუსის მიმართულება მივეცი. შემდეგ რეჩიტატივი მომინდა და გამახსენდა ჰარი. რამდენიმე ენაზე ვცადეთ, მაგრამ ქართულ-ინგლისურ ენაზე შევჩერდით.

სამომავლო გეგმები თუ გაქვთ?

ჰარი:

არ ვჩერდები, ვაკეთებ ელექტრონულ მუსიკას ძირითადად. გიომ ბიძგი მომცა, ჰიპ-ჰოპის ჟანრი წამოვწიო წინ.

გიორგი, Monkey Business-ის ახალი კლიპი უკვე მზადაა?

კლიპის გადაღება დასრულდა, სულ რამდენიმე დღეში მზად იქნება, რელიზის ზუსტი დრო ჯერ არ ვიცით.

ფოტო/ვიდეო: „დრიფტში“ საქართველოს ჩემპიონი და დიდი რბოლა გადასაღებ მოედანზე – Monkey Business სიმღერაზე Monkeys In The Car ვიდეოკლიპს იღებს

,,მე დავბრუნდი, თანაც მარტო არა” – გიორგი დათიაშვილის ახალი პროექტის Monkey Business პრეზენტაცია და სიმღერის პრემიერა „ფორტუნა პლუსში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები