LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NICKO-ს სიმღერის პრემიერა „ფორტუნა პლუსში“: „სწორი ნაბიჯით შევაბიჯებ შოუბიზნესში და ყველას შევაყვარებ თავს!..“

104
ნიკო-სილაგაძე

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „დიდი რელიზის“ სტუმარია NICKO, რომელმაც თავისი სიმღერის – „სამყარო“ პრემიერა შემოგვთავაზა. 

რით იქნები განსხვავებული სხვებისგან?

აქამდე ჩრდილში ვიყავი, არ მყავდა ისეთი ადამიანი, რომელიც მეტყოდა, გამოფხიზლდიო. არ მინდა ვისარგებლო იმით, რომ  პაატა სილაგაძე ჩემი ძმაა. ვფიქრობ, ჩემი დრო დადგა. სწორი ნაბიჯით შევაბიჯებ შოუბიზნესში და ყველას შევაყვარებ თავს. ჩემი სლოგანია, – გვიყვარდეს ერთმანეთი. ჩვენ გვაკლია ურთიერთგაგება, პატივისცემა. მინდა, ადამიანებს ბედნიერებისკენ და სიყვარულისკენ მოვუწოდო. მთავარია, მათ დაისახონ მიზანი, არასდროს არის გვიან.

ახალ სიმღერაზე გვესაუბრე…

არ მსურს, ადამიანებს ჭკუა ვასწავლო, თუმცა ამ სიმღერის მთავარი სათქმელი სწორედ ეს არის, გვიყვარდეს ერთმანეთი. მუსიკის ავტორი არის ჩემი ძმა, პაატა სილაგაძე, ტექსტი კი რეზო ბლიაძეს ეკუთვნის. მან მკითხა, რაზე გსურს, იყოს შენი სიმღერაო.  ვუთხარი, რომ მე მინდა  ბედნიერება და წარმატება. ეს სიმღერა ძალიან მალე დაიწერა. არანჟირებაც პაატას  ეკუთვნის. ასევე მინდა აღვნიშნო ორი ადამიანი, ქეთი ორჯონიკიძე და ზაზა წურწუმია, ისინი „ბექებში“ იყვნენ. იმედია, მათ ვასახელებ. ეს სიმღერა დღეიდან სხვადასხვა პლატფორმაზე აიტვირთება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები