Monkey Business სიმღერაზე, Monkeys In The Car ახალ ვიდეორგოლს იღებს. სიმღერა და არანჟირება, გიორგი დათიაშვილს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი, „ავტორადიოს“ მუსიკალური წამყვანი, თემო ლობჟანიძეა. რაც შეეხება ინსტრუმენტალს: დრამი-დათა  მუნჯიშვილი, კლავიში-ჯიმი ირემაძე, ბასი-გიორგი ჭეხანი, გიტარა-აჩი შრედერი. 

,,მე დავბრუნდი, თანაც მარტო არა” – გიორგი დათიაშვილის ახალი პროექტის Monkey Business პრეზენტაცია და სიმღერის პრემიერა „ფორტუნა პლუსში“

ჯგუფი Monkey Business გადასაღები მოედნიდან ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებს. კლიპი საავტომობილო თემატიკის იქნება. აღსანიშნავია, რომ გადაღებებში მონაწილეობს „დრიფტში“ საქართველოს ჩემპიონი, „პრო-კლასის დრიფტერი“, ალექსანდრე ხეროდინაშვილი.

კლიპზე VladMary Film-ი მუშაობს, სიმღერა კი GD Production-სა და Fortuna Records-ში ჩაიწერა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები