LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქციები არ არის ორგანიზებული ერთი რომელიმე პარტიის მიერ, ეს არის თავისუფალი ადამიანების თვითორგანიზებული და „ოცნებას“ სწორედ ამის უნდა ეშინოდეს“ – ხათუნა სამნიძე

134
ხათუნა სამნიძე

„ის, რომ სხვადასხვა მარში, მსვლელობა ორგანიზდება და საღამოს ყველა ერთად იკრიბება, არის იმის ნიშანი, რომ ეს აქციები და პროტესტი მრავალფეროვანია“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, სადაც ამჟამად ქალების საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

სამნიძის თქმით, აქციები არ არის ორგანიზებული ერთი რომელიმე პარტიის ან ჯგუფის მიერ, ეს არის თავისუფალი ადამიანების თვითორგანიზებული აქციები და „ქართულ ოცნებას“ სწორედ ამის უნდა ეშინოდეს:

ექიმის რჩევები მოქალაქეებს: როგორ მოვიქცეთ, თუ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს

7 მარტს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიან მოქალაქეების წინააღმდეგ, პოლიციამ და სპეციალური რაზმის ქვედანაყოფებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„როდესაც თავისუფალი მოქალაქეები თვითორგანიზებით უპირისპირდებიან და ხელისუფლებას თითს უქნევენ, აქვთ ერთადერთი მოთხოვნა: გაიწვიოს „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, შეწყვიტოს საკუთარ მოქალაქეებთან რუსული მეთოდით ბრძოლა.

ეს „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაინახოს და შეასრულოს, ეს არ არის არც უკან დახევა, უკან დახევა არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოათრია და გაათრია რუსული კანონი ძალის გამოყენებით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და ოპოზიციას პარლამენტში ხელი გადაგვიგრიხა.“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ეს ჰქონდათ დაგეგმილი სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ! წამებში მოხდა ეს ამბავი – 76 ხმა და იქვე ბრძანება – გააქრეთ ეს ხალხი რუსთაველიდან!!!“ – ხათუნა სამნიძე

 

mazda magti 5g