LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჰქონდათ დაგეგმილი სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ! წამებში მოხდა ეს ამბავი – 76 ხმა და იქვე ბრძანება – გააქრეთ ეს ხალხი რუსთაველიდან!!!“ – ხათუნა სამნიძე

150
ხათუნა სამნიძე

ეს ჰქონდათ დაგეგმილი სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ! წამებში მოხდა ეს ამბავი – 76 ხმა და იქვე ბრძანება – გააქრეთ ეს ხალხი რუსთაველიდან!!!“ – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში წერს და გუშინ, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

„გუშინ როგორც კი ტაბლოზე გამოჩნდა 76 ქვეყნის დამანგრევლის ხმა, სანამ გოგოები აქციაზე ჩასასვლელად ოთახებში ქურთუკებისთვის მივედით, დარბევა დაიწყო.

ეს ჰქონდათ დაგეგმილი სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ! წამებში მოხდა ეს ამბავი – 76 ხმა და იქვე ბრძანება – გააქრეთ ეს ხალხი რუსთაველიდან!!!

„თუ სახელმწიფოს ჯაშუშების გეგმებისგან არ დავიცავთ, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, სუვერენიტეტსაც დავკარგავთ“ – კობახიძე

სპიკერთან გავვარდით, პასუხი უნდა გაეცა – რა ხდება და რას აპირებს ეს მხდალი ხელისუფლება, რატომ დარბევა, ერთი დღეც ვერ აიტანეს პროტესტი?!!!

დაიმალა, გაიქცა, გაიპარა სპიკერი!!! ქალი დეპუტატების შეეშინდა!! ქალების გაძევების ბრძანებაც ჩუმად სადღაც კარადაში შემალულმა გასცა!!! და გამოგვათრიეს ძალის გამოყენებით.

ასეთი სპიკერი არ ჰყოლია აქამდე საქართველოს – შეხვედრის და ლაპარაკის პრობლემა როგორ უნდა შექმნა, ამხელა ბოროტების ჩადენას როცა უბედავ ხალხს???? თუ არაფერ შუაშია სპიკერი?!

ჰოდა, პასუხს აგებთ ამ დაგეგმილ სპეცოპერაციაზე!! რა რადიკალები?! აენთო 76 და მაშინვე ბრძანება გაიცა!!! მშვიდობიანად იდგა ხალხი! აღარ გაგივათ ეს ზღაპრები არა!!!
გაიწვიეთ კანონი!!! გ ა ი წ ვ ი ე თ!!!

რადიკალები ხართ თქვენ, ვინც ეს დაუშვით, ეს კანონი მოათრიეთ და გაათრიეთ!!! გაიწვიეთ რუსეთი, გაიწვიეთ!!!!“ – წერს ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.

„აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“ – რა ვითარებაა პარლამენტთან

მომიტინგეების დასაშლელად შსს-მ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია შუაღამემდე გაგრძელდა.

magti 5g