„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, თუ ხელისუფლება ქვეყანას ჯაშუშების გეგმებისგან არ დაიცავს, საქართველო ვერც ევროკავშირის წევრი გახდება და სუვერენიტეტსაც დაკარგავს.
ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ დღეს, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ე.წ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე ისაუბრა.
„ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. თუ სახელმწიფოს ჯაშუშების გეგმებისგან არ დავიცავთ, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცალ ფეხზე სიარულით ევროკავშირში ვერასოდეს შევალთ. როდესაც ხელისუფლების მიერ ევროპული ინსტიტუტების პატივისცემაზეა საუბარი, გვინდა, შეგახსენოთ, რომ დაპირებისამებრ, უკვე გავგზავნეთ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად და, შესაბამისად, მისი განხილვა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება.
საქართველოს მოსახლეობის 80 %-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და 90 %-ზე მეტი ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია
„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი
ხუნდაძე: „მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს“