მადრიდის ”რეალის” ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს ნიუ-იორკში 23 მილიონ დოლარად აპარტამენტების ყიდვა სურს.
ეს პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის უკვე მეორე საცხოვრებელი იქნება უდიდეს მეგაპოლისში.
მანამდე რონალდომ მონაკოში სასტუმრო ბიზნესში დააბანდა სახსრები, ხოლო აგვისტოში ტრამპ თაუერში 18.5 მილიონად აპარტამენტები იყიდა.
ახლა რონალდო იმავე ცათამბრჯენში კიდევ ერთ სახლს ყიდულობს დიდებული ხედით ქალაქის ცენტრალურ პარკზე. მას 63-ე სართულზე მდებარე ოთახები მოეწონა, სადაც მანამდე შენობის მფლობელი დონალდ ტრამპის მშობლები ცხოვრობდნენ.
ახალი საცხოვრებელი 3200 კვადრატული მეტრია.
რონალდო ”რეალში” წლიურად 21 მილიონ ევროს იღებს.
Forbes-ის შეფასებით რონალდოს საერთო შემოსავალმა 2015 წელს 75,9 მლნ დოლარი შეადგინა.