გიგი დედალამაზიშვილს შინ „პოსტივი“ ესტუმრა.
მან უპასუხა კითხვებს კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ.
კითხვაზე, შეიცვალა თუ არა, როცა მამა გახდა, ხუმრობით აღნიშნავს:
„ნელ-ნელა, სულ რაღაც ორი თვის წინ გავიგე, რომ მამა ვარ…“
მუსიკოსი ამბობს, რომ მეუღლემ ძალიან დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში.
გიგი მაყურებელს თავის ახალ სახლსაც ათვალიერებინებს, რომელიც გემოვნებითაა მოწყობილი და საოცარი ხედი აქვს თბილისზე.