LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო ორ კვირაში გრიპის ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა რინოვირუსმა მოიმატა“ – ივანე ჩხაიძე ეპიდვითარებაზე

125
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა რინოვირუსმა მოიმატა.

არსებული ეპიდვითარება ივანე ჩხაიძემ დღეს, 13 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა და კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკაზეც ისაუბრა:

„ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სჭარბობს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი.

სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. თუ 5-6% იყო გასულ კვირას, ახლა 20%-ია. გრიპთან შედარებით, რინოვირუსს უფრო მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. ასევე, მაღალი მაჩვენებელი აქვს რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გრიპის შემთხვევა იქაც შემცირებულია. მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში, 60%-ით არის შემცირებული კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა.

შემცირებულია კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობა. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ კორონავირუსი გაქრება. ალბათ, მთელი წლის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ მისი გავრცელება დავაფიქსიროთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესპირაციული ვირუსებით ავადობის რთული პერიოდი გადალახულია. შესაძლებელია იყოს მარტის ბოლო მატება, თუმცა პიკი გადალახულია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g