სამეფო უბნის თეატრი გერმანიაში გამართული გასტროლის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დღეს, ევროპის მომავალი აღმოსავლეთში წყდება. თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი მასპინძლებს მადლობას უხდის და გუნდს წარმატებულ წარმოდგენებს ულოცავს:
„დღეს ევროპის მომავალი აღმოსავლეთში წყდება! საქართველო გაიმარჯვებს! უკრაინა გაიმარჯვებს! იმპერია დაეცემა! დაეცემა სამუდამოდ!“- ეს გახლდათ ქართული დასის მთავარი სათქმელი ბერლინში.
სამეფო უბნის თეატრის გასტროლი ბერლინის დოიჩეს თეატრში დასრულდა – პაატა ციკოლიას „მედეა s0106“ ორჯერ გათამაშდა ფესტივალზე #RadarOst
მადლობას ვუხდით ჩვენს მასპინძლებს, ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ეს მეგობრობა!
ვულოცავთ შემოქმედებით გუნდს წარმატებულ ორ წარმოდგენას ბერლინში!“ – ნათქვამია სამეფო უბნის თეატრის განცხადებაში.