LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაია დვალიშვილი, ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე.. ჯერ ერთი აფეთქდებოდა სცენაზე და ფეიერვერკს გვაჩვენებდა სამსახიობო ოსტატობის, მერე მეორე, მერე მესამე.. ქართული თეატრის სამი უდიდესი მსახიობი ქალი, ერთად წარმოუდგენლად კარგი სანახავია“ – ზვიად კორძაძე

598
Untitled design (2)

ადვოკატი ზვიად კორძაძე სამეფო უბნის თეატრის სცენაზე გამართულ სპექტაკლს „მოახლეები“ ეხმაურება და წერს, რომ სამი უდიდესი მსახიობი ქალი, ბაია დვალიშვილი, ნატა მურვანიძე და ნინო კასრაძე, ერთ სპექტაკლში წარმოუდგენლად კარგი სანახავია.

„სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლზე „მოახლეები“ მე, ბილეთები და სპექტაკლი აქამდე ვერ დავემთხვიეთ. დღეს ვნახე ❤️

❤️ ბაია დვალიშვილი ❤️ ნატა მურვანიძე ❤️ ნინო კასრაძე❤️

არ ვიცი რა ვთქვა. ჯერ ერთი აფეთქდებოდა სცენაზე და ფეიერვერკს გვაჩვენებდა სამსახიობო ოსტატობის, რომ გეგონა ამ თამასის ზემოთ რაღა უნდა მოხდესო, მერე მეორე, მერე მესამე, ასე ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და პატარა მინი ეპიზოდებს ქმნიდნენ ისეთებს, ცალკე რომ მიხვალ სანახავად. თან ისე, რომ ორგანულად ერწყმოდენ ერთმანეთს, არავინ ცდილობდა სცენაზე რამის დამტკიცებას.

ქართული თეატრის სამი უდიდესი მსახიობი ქალი, ერთად წარმოუდგენლად კარგი სანახავია. მადლობა ნიკა თავაძეს. ესეთი სპექტაკლები ისტორიას რჩება ❤️❤️❤️“,- წერს ზვიად კორძაძე.

 

სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლზე ,,მოახლეები” მე, ბილეთები და სპექტაკლი აქამდე ვერ დავემთხვიეთ. დღეს ვნახე ❤️

❤️ბაია…

Posted by Zviad Kordzadze on Friday, November 17, 2023