LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შენი თავი უნდა გაიცნო…“: რა დგას თავდაჯერებულობის უკან? – რას ამბობს მსახიობი ნინო კასრაძე

147
ნინო კასრაძე

ნინო კასრაძემ „UG Art პოდკასტი“-ის ეთერში თავდაჯერებულობის შესახებ ისაუბრა.

მსახიობი ამბობს, რომ მთავარია ადამიანმა საკუთარი თავი კარგად გაიცნოს, შეიყვაროს და მიიღოს.

„ადამიანი რომ იყოს თავდაჯერებული, პირველ რიგში, უნდა იცოდეს კარგად რას წარმოადგენს. შენს თავს უნდა იცნობდე, უნდა იცოდე რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია.

ყალბი მოლოდინებიც გაკლებს თავდაჯერებულობას, ეს ამპარტავნებაა უკვე…

საკუთარი თავის ობიექტური აღქმა გაძლევს თავდაჯერებულობას…

თვითკმარობა ძალიან დიდი რამეა, ხარ ის, რაც ხარ. საკუთარი თავის შეყვარების და მიღების უნარი არის თავდაჯერებულობა,“ – აღნიშნა ნინო კასრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები